საჯარიმო დარტყმა ნიდერლანდისა და იტალიის ნაკრებების შეხვედრაში
ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი 2008: ჯგუფი C — ევრო 2008-ის ერთ-ერთი ჯგუფი. თამაშები გაიმართა 9-დან 17 ივნისის ჩათვლით ციურიხსა და ბერნში.
მიჩნეული იყო „სიკვდილის ჯგუფად“, რადგან მასში მუნდიალი 2006-ის ფინალისტები, იტალიისა და საფრანგეთის ნაკრებები გამოდიოდნენ. მიუხედავად ამისა, ჯგუფიდან გასულმა ვერცერთმა გუნდმა ვერ მიაღწია ნახევარფინალურ ეტაპს. ნიდერლანდებიცა და იტალიაც მეოთხედფინალში დამარცხდნენ.
ნიდერლანდმა გაიმარჯვა სამივე მატჩში. პირველ თამაშში მათ იტალია დაამარცხეს კონტრშეტევებზე აგებული თამაშით — 3-0. შემდეგ მატჩი კი 4-1 გაანადგურეს საფრანგეთი. საფრანგეთი და იტალია მესამე ტურში ერთმანეთს ისე დაუპირისპირდნენ, რომ მოგება არ ჰქონდათ, ორთავემ წააგო ნიდერლანდებთან და ვერ მოუგო რუმინეთს. იტალია გავიდა მეორე ადგილზე. მათ ფრედ ითამაშეს რუმინეთთან და გადამწყვეტ მატჩში მოუგეს საფრანგეთს 2-0. ერიკ აბიდალი გააგდეს ლუკა ტონის წინააღმდეგ უხეშობისთვის და ანდრეა პირლომ გაიტანა პენალტი. დანიელე დე როსიმ საჯარიმოდან გატანილი გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. იტალიის მოგების გამო რუმინეთს უნდა მოეგო ნიდერლანდებთან, რათა გასულიყო მეორე ადგილზე. ნიდერლანდებს უკვე განაღდებული ჰქონდათ პირველი ადგილი, მიუხედავად ამისა, მათ ჰუნტელაარის და ვან პერსის გოლებით მოიგეს 2-0.