C ჯგუფში თამაშები 12 ივნისიდან 23 ივნისამდე გაიმართება. ჯგუფი შედგება ინგლისის, აშშ-ს, ალჟირისა და სლოვენიის ნაკრებებისგან. აქამდე ერთმანეთს მხოლოდ აშშ-სა და ინგლისის გუნდები შეხვედრიან მსოფლიო ჩემპიონატზე, 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე აშშ-მ ინგლისი 1-0 დაამარცხა.
ჯგუფის გამარჯვებული D ჯგუფის მეორეადგილოსანს დაუპირისპირდა, ხოლო მეორეადგილოსანი D ჯგუფის პირველადგილოსანს.
მსაჯების ასისტენტები: ლეონელ ლეალი[1] კარლოს პასტრანა[1] მეოთხე მსაჯი: პიტერ ო'ლეარი[3] მეხუთე მსაჯი: ბრენტ ბესტი[3]
სლოვენია vs აშშ
სლოვენია პირველივე ტაიმში დაწინაურდა ანგარიშით 2-0. 48-ე წუთზე ლანდონ დონოვანმა შეამცირა სხვაობა და მატჩის მიწურულს, 82-ე წუთზე გაათანაბრა ანგარიში. გოლი ალტიდორემ თავით გაიტანა. დონოვანის მიერ შესრულებული სარაჯიმო დარტყმის შემდეგ ედუმ გაიტანა მესამე, მაგრამ მსაჯმა გოლი არ ჩათვალა.
თანამსაჯები: იან-ჰენდრიკ სალვერი (გერმანია)
მაიკ პიკელი (გერმანია)
მეოთხე მსაჯი: ჯოელ აგილარი (ელ სალვადორი)
მეხუთე მსაჯი: უილიამ ტორესი (ელ სალვადორი)
აშშ vs ალჟირი
მატჩის დასაწყისში აშშ-მ კინაღამ გოლი მიიღო ალჟირისგან. მატჩის დანარჩენი დროის განმავლობაში აშშ-ს კარგი შანსები ჰქონდა გოლის გატანისა ალჟირის სოლიდური დაცვისთვის, რომელმაც წინა ორ მატჩიმ ხოლოდ ერთი გოლი გაუშვა. კლინტ დემპსის არ ჩაუთვალეს გოლი. ინგლისი აგროვდებოდა 5 ქულას, სლოვენიას — 4, ხოლო აშშ-ს — 3 და გადიოდა მესამე ადგილზე. მატჩის კომპენსირებულ დროში ლანდონ დონოვანმა გიატანა გამარჯვების გოლი, რამაც აშშ არათუ გაიყვანა პლეი-ოფის ეტაპზე, არამედ მოუტანა მას პირველი ადგილი ჯგუფში.